ოკუპანტების პატიმრობიდან გათავისუფლებული მალხაზ ჯანელიძე აცხადებს, რომ რამდენჯერმე ფიზიკურად გაუსწორდნენ

პირველ დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, სოფელ კაბასთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯანელიძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულია.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ჯანელიძე ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. მისი გამოკითხვა შსს-ს შიდა ქართლის სამმართველოში მიმდინარეობს.

როგორც უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მალხაზ ჯანელიძემ აღნიშნა, დაკავების შემდეგ მას რამდენჯერმე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"დამაკავეს კაბასთან. რუსეთში მივდიოდი სამუშაოდ და სამკურნალოდ. გადავძვერი ღობეზე. ცხინვალში ტყის გავლით, ფეხით ჩავედი. ჯერ ჯავის ციხეში ვიყავი, მერე მესაზღვრეებმა გადამიყვანეს. პოლიციამ და მესაზღვრეებმა მცემეს. ჯერ ჯავაში, რომ დამაკავეს, მანქანაში მცემეს, შემდეგ ცხინვალში. მეუბნებოდნენ, რატო გადმოხვედიო. კეფაში მირტყამდნენ, რომ არ დამმჩნეოდა. სასამართლო არ ყოფილა, არც ჯარიმა გადამიხდია“, – განაცხადა მალხაზ ჯანელიძემ.

ჯანელიძეზე ფიზიკური ზეწოლის შესახებ მოკვლევა ევროკავშირის „ცხელი ხაზით“ მიმდინარეობს. მას ჩაუტარდება ექსპერტიზაც.

მსგავსი სიახლეები