პარლამენტში ფრაქცია "ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ შეიქმნება

პარლამენტში ხელახლა შეიქმნება ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“. ამის შესახებ საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განიხილეს. 

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ფრაქცია  „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ ერთი წევრის გამოკლების შემდეგ დაიშალა, მაგრამ ახლა, რაც მას შეუერთდა ერთი პარლამენტის წევრი, ხელახლა შემოიტანეს განაცხადი ფრაქციის შექმნის თაობაზე.

კომიტეტმა შესაბამისი საკანონმდებლო დასკვნა მოამზადა, რომელიც  პარლამენტის ბიუროს გაეგზავნება გადაწყვეტილების მისაღებად. ამ კომიტეტმა გადაწყვეტილებას  მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები