"თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევაში ბრალდებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევაში  ბრალდებული  სამი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

5 ივლისის   ძალადობრივი ქმედებებისათვის დაკავებული, „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებული აქციის 3 წევრი ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომათა დარბაზიდან 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ  გაათავისუფლეს.  მათ პატიმრობაში 5 თვე გაატარეს. 

მოძალადეთა ჯგუფის ლიდერები  5 ივლისის საქმეზე სხვა დაკავებულების გათავისუფლებასაც ითხოვენ. 

ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 31 პირი,  ამ დროისათვის პატიმრობაში 28 რჩება.  

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მიღებული დაზიანებების შედეგად რამდენიმე  დღეში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები