"დეზერტირების ბაზართან“ 60 წლამდე მამაკაცი ურიკაზე გაყინული იპოვეს

"დეზერტირების ბაზართან“ 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, უსალხკარო მამაკაცი, რომელიც ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა, ურიკაზე გაყინული ნახეს.

თვითმხილვები „ტვ პირველთან“ აცხადებენ, რომ მამაკაცი დღისით ბაზარში ურიკაზე მუშაობდა. 

მათივე თქმით, აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი ქირის ფულს ვეღარ იხდიდა, რის გამოც ღამის გარეთ გათენება უწევდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი გუშინ შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილიდან წაიყვანა, თუმცა ერთ საათში უკან დააბრუნეს, რადგან მათი თქმით, არცერთმა საავადმყოფომ არ მიიღო.