გიორგი შარაშიძე - აუცილებელია ხალხის მიერ არჩეულმა საკრებულომ მიიღოს პასუხი თბილისის მერისგან კითხვაზე, რატომ ძვირდება ტრანსპორტის საფასური

პარტია "საქართველოსთვის" კახა კალაძეს საკრებულოში კიდევ ერთხელ იბარებს. ამის შესახებ ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრებმა დღეს ბრიფინგზე განაცხადეს. 

გიორგი შარაშიძის განცხადებით, აუცილებელია ხალხის მიერ არჩეულმა საკრებულომ მიიღოს პასუხი კითხვაზე, რატომ უძვირდებათ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასახადი. 

ასევე გახარიას პარტიის წევრები თბილისის მერისგან ელოდებიან პასუხს მათ ინიციატივაზე, რომ თბილისის საკრებულოში შეიქმნას დროებითი ანტიკორუფციული კომისია, რომელიც იქნება ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი კორუფციის რისკებისგან დასაზღვევად. 

"გასულ კვირას თბილისის მერს მოვუწოდეთ მოსულიყო საკრებულოში და ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე პასუხი გაეცა ყველაზე აქტუალურ კითხვაზე და პრობლემაზე, რაც უკავშირდება ფასების ზრდას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. სამწუხაროდ, ბატონი კალაძე არ გამოცხადდა გუშინდელ სხდომაზე, რის გამოც ჩვენმა ფრაქციამ დატოვა სხდომა, რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს თბილისელებისთვის არ არსებობს იმაზე მწვავე და მტკივნეული პრობლემა ვიდრე ფასების გაძვირებაა და შესაბამისად თბილისის მერს არ უნდა ჰქონდეს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე ამ პრობლემურ საკითხზე ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე პასუხის გაცემა. მით უფრო ისეთ ინიციატივაზე, რომელიც არ ყოფილა წარმოდგენილი ბატონი კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაში. როგორც ჩანს, ბატონი კალაძე კვლავ ვერ ბედავს მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას, ისევე როგორც, ვერ გაბედა წინასაარჩევნო პერიოდში და არ დაუჯდა პირდაპირ ეთერში დებატებში გიორგი გახარიას.

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის'' კიდევ ერთხელ სარგებლობს ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს თბილისის მერს, პირადად გამოცხადდეს ხვალინდელ სხდომაზე და პასუხები გასცეს პირადად იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც უკავშირდება ფასების გაძვირებას, ასევე უპასუხოს კითხვას, როგორ აპირებს გახდეს თბილისის მერია კიდევ უფრო ანგარიშვალდებული კიდევ უფრო გამჭირვალე თბილისელების წინაშე და რაც ყველაზე მთვარია, რას აპირებს და როგორ რეაგირებას აპირებს ჩვენს ინიციატივაზე, იმასთან დაკავშირებით რომ თბილისის საკრებულოში შეიქმნას დროებითი ანტიკორუფციული კომისია, რომელიც იქნება ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი კორუფციის რისკებისგან დასაზღვევად", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები