ახალ წელს კვებითი ინტოქსიკაციის 41 და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა დაფიქსირდა

ახალ წელს კვებითი ინტოქსიკაციის 41, ხოლო ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით, კვებითი ინტოქსიკაციის 12 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში და საჭირო გახდა 3 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კი კვებითი ინტოქსიკაციის 29 შემთხვევა  დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 12 ადამიანი.

ცენტრის ცნობით, სადღესასწაულო პერიოდში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 97 თბილისში დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 20 პაციენტი. მათი ინფორმაციით, რეგიონებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 134 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 40 ადამიანი. 