ლანა გალდავა - ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები დაცული არ არის

ეს  ნიშნავს,  რომ ქვეყანაში პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები დაცული არ არის, -  ამის შესახებ "ლელოს საქართველოსთვის" წევრმა ლანა გალდავამ „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. 

"როდესაც პრეტენზია გაქვს ევროკავშირის წევრობაზე და ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია განიჭებს ნახევრად თავისუფალი ქვეყნის სტატუსს, სადაც გაუარესებული არის დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობა, ამავდროულად აცხადებენ, რომ არსებობენ სამთავრობო კომენტატორები, ეს  ნიშნავს,  რომ ქვეყანაში პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები დაცული არ არის და სწორედ ამან გამოიწვია ზოგადად დემოკრატიული ინდექსის გაუარესება.

დასკვნაში ასევე მოხვდა ხაზარაძე- ჯაფარიძის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ აქ იკვეთება პოლიტიკური ინსინუაციები, რაც დაკავშირებულია მათ მიერ პოლიტიკურ ამბიციების გამოხატვასთან", - განაცხადა გალდავამ.

უახლესი ამბები