აფხაზურ არასამთავრობოებს ქართულ ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტები აეკრძალათ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე საქართველოსთან ურთიერთობის დამყარებას დაუშვებელი უწოდა. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, არძინბამ მათ მიერ განხორციელებული სოციალური პროექტები დადებითად შეაფასა, თუმცა საქმიანობის რიგი სფეროები მიუღებლად შეაფასა.

კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლთან საუბრისას არძინბამ „აფხაზეთის მოქალაქეებში“ სოციოლოგიური კვლევის ჩატარების საკითხზე ისაურბა, რომელიც შიდა პოლიტიკურ საკითხებს და საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას შეეხებოდა. გამოკითხვა ოკუპირებულ რეგიონში 2021 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში ჩატარდა.

არძინბამ განაცხადა, რომ სრულად ხურავს ფონდ COBERM-ის პროექტებს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს რეგიონების არასამთავრობოებს შორის კონტაქტების დამყარებისკენ იყო მიმართული.

"ეს არის მიუღებელი პროექტი, რომლის მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, აფხაზებსა და ქართველებს შორის ექსპერტებისა და ახალგაზრდების დონეზე პირდაპირი დიალოგის დამყარება. ამ პროექტის განხორციელება მიუღებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. მეტად აღარ გააკეთოთ მსგავსი პროექტები. ჩვენ ამას გიკრძალავთ“, - განაცხადა ინალ არძინბამ.

პროექტის ფარგლებში, რომელზეც ინალ არძინბამ ისაუბრა, მომზადდა ერთობლივი დოკუმენტური ფილმი „ჩვენ არ გვკითხეს, არ გვეკითხებიან“, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი ქართველი ბავშვები ყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას სახლების დაკარგვის მიუხედავად. ფილმის აფხაზი გმირები კი აცხადებენ, რომ  მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ მიწაზე ცხოვრობენ, ოცნებებს ვერ იხდენენ. ამავე პროექტის ფარგლებში ფოტორეპორტაჟები აფხაზეთიდან და იქ მცხოვრები რიგითი ადამიანების ცხოვრების შესახებ პუბლიცისტური მასალები Newcaucasus.com-ზე  გამოქვეყნდა. 

საიტის Newcaucasus.com-ის რედაქტორი ირაკლი ჩიხლაძე ინალ არძინბას გადაწყვეტილებას მოსკოვის პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს, რაც მისი თქმით, ეწინააღმდეგება ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლების სურვილს.

"ასეთი პროექტები აძლევს შესაძლებლობას აფხაზეთის მაცხოვრებლებს გამოთქვან თავიანთი აზრი გარკვეულ პრობლემებზე, მათ შორის სოხუმისა და თბილისის ურთიერთობაზე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, გამოხატონ თავიანთი აზრი საერთაშორისო და ქართულ საინფორმაციო ველზე. ამიტომ, არძინბას გადაწყვეტილება ადეკვატურია, მაგრამ მხოლოდ რუსული და არა აფხაზური პოლიტიკის თვალსაზრისით. რუსეთს სჭირდება ჩაკეტოს აფხაზეთი გარე სამყაროსთვის, რათა ის რუსულ პროვინციად აქციოს. აფხაზების ხმას უბრალოდ ახშობენ“, - განუცხადა Front News-ს ირაკლი ჩიხლაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“  ხელმძღვანელის ზურაბ ბენდიანაშვილის განცხადებით, არძინბას გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო და მოულოდნელიც.

"ერთის მხრივ, როგორც კი ის აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოჩნდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ არძინბა მკაცრად იმოქმედებდა კრემლის ხელმძღვანელობის მიხედვით და ეს პირველ რიგში სწორედ სამოქალაქო სექტორს დააზარალებდა“, - განუცხადა Front News-ს ზურაბ ბენდიანაშვილმა.

როგორც ბენდიანაშვილმა აღნიშნა, სიფრთხილე, რომლითაც აფხაზეთის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს საერთაშორისო პროექტების დროს ხვდებოდნენ, არაღიარებულ რესპუბლიკაში დიდი საზოგადოებრივი ზეწოლის ეჭვის საფუძველს აჩენდა.

"იყვნენ ძალიან საინტერესო, პროფესიონალი ადამიანები, რომლებთანაც მინდოდა საუბარი და მათი აზრის მოსმენა, მაგრამ ისინი ყოველთვის დისტანციას იცავდნენ, განსხვავებით სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებისგან, რომლებთანაც თავისუფლად ვსაუბრობდით ყველა თემაზე. აშკარა იყო, რომ აფხაზეთში საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა მარტივი არ იქნებოდა“, - განაცხადა ზურაბ ბენდიანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები