ირაკლი ანთაძე - განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. 

როგორც შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა,  ქართული მხარე  უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველო მოქალაქეების  გათავისუფლების საკითხს დააყენებს. ამასთან, შეხვედრაზე განიხილავენ „მცოცავი ოკუპაციის“ საკითხსაც.

"განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე, რათა ისინი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. მთავარი აქცენტი ასევე გაკეთდება უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ აქტიურ ფაზაშია შესული.  რა თქმა უნდა,  საუბარი შეეხება კირბალში მიმდინარე დესტრუქციულ და ნეგატიურ პროცესებს, ყოველივე ეს არის ოკუპაციის ნეგატიური შედეგი, რაზედაც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. 

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება. მათ შორისაა ყოფილი სამხედრო პირი მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც გავრცელებული ცნობებით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები