ირაკლი ანთაძე - ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე თითოეული მათგანი საკუთარ ოჯახს არ დაუბრუნდება

ისინი არიან უკანონო პატიმრები და ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე თითოეული მათგანი  საკუთარ ოჯახს არ დაუბრუნდება, - განაცხადა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულების შესახებ  ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

მისი თქმით, რამდენიმე დაკავებულს, საზღრის უკანონო კვეთის გარდა ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდას ედავებიან. 

"შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი. შედგა ძალიან ვრცელი დისკუსია და რაიმე კონკრეტული პასუხი მათთან დაკავშირებით ვერ წარმოგვიდგინეს, თუმცა, ეს საკითხი დაკავებების პირველივე წუთებიდან იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონტროლზე.  ეს კონტროლი და ჩართულობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, ვინაიდან, ისინი არიან უკანონო პატიმრები და ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე თითოეული მათგანი არ დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს. რა თქმა უნდა, არის გარკვეული სამუშაო ვერსიები, რაზეც, გარკვეული მოსაზრებების გამო, მე ახლა ვერ ვისაუბრებ. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ დაეკონკრეტებინათ ე.წ. ბრალდებები, რაც მათ მიმართ არის ინკრიმინირებული, ბატონებს - კანიაშვილს და ნათაძეს ედავებიან ე. წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდას.

რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობას, ეს საკითხიც, რა თქმა უნდა, საგანგებოდ იქნა დასმული და მოვითხოვეთ განმარტებები მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ არსებობს საფუძველი, რის გამოც მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას რაიმე ტიპის ფიზიკური ზემოქმედება და გამორიცხეს ასეთის ალბათობა. ანალოგიურ ინფორმაციას ვღებულობდით ასევე ,,ცხელი ხაზის“ მეშვეობითაც.

მოგეხსენებათ, ეს ინფორმაცია არ ზიარდება მხოლოდ ჩვენ შორის, ამ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც და შესაბამისად, არის ნაკლები ალბათობა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. მამუკა ჩხიკვაძეს ედავებიან ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთას და ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდას, ეს მათ დღეს განაცხადეს.

რაც შეეხება შემდგომ ე.წ. პროცედურებს, თუ რა იგეგმება ექვსივე უკანონოდ დაკავებული პირის მიმართ, პასუხი იყო მიღებული, რომ ეს ე.წ. პროცედურები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ისინი არ აღმოჩნდნენ მზად, რომ მოეწოდებინათ მეტი კონკრეტიკა“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე  ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ასევე გამყოფ ხაზთან ე.წ. ბორდერიზაციის მიმდინარე პროცესი. საუბარი შეეხო ასევე გამყოფ ხაზზე გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მსგავსი სიახლეები