მიქაელ ბოტკოველი - მეუფეს სხვა ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, ფილტვი დაუზიანდა და როგორც ჩანს, ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

“გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე).

მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო”, — წერს საპატრიარქო.

კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, 47 წლის ეპისკოპოსი 1 თვის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

"მეუფეს სხვა ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, უბრალოდ გართულდა კორონავირუსი. თითქმის 1 თვის წინ დაუდგინდა მას კორონავირუსი. ბოლოს მკურნალობის კურსს გადიოდა ინფექციურ საავადმყოფოში. თითქოს მიდიოდა გაუმჯობესების პროცესი, თუმცა, ფილტვი დაუზიანდა და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ეს გახდა მეუფის გარდაცვალების მიზეზი", - აცხადებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. 

ეპისკოპოსი დიმიტრი 2013-2015 წლებში მართავდა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას, ხოლო 2015 წლიდან დღემდე – ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას. მას შემდეგ, რაც გასული წლის 19 სექტემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) გარდაიცვალა, მეუფე დიმიტრი ნეკრესის ეპარქიის დროებით მმართველადაც დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები