"ლელოს“ ლიდერები უკრაინის ელჩს ხვალ მხარდამჭერ ნოტას გადასცემენ

ხვალ, 24 იანვარს, 13:00 საათზე "ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდებიან. 

საპარლამენტო ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” ლიდერების და “ლელოს” საგარეო მდივნის სტუმრობის მთავარი მიზანი უკრაინული სახელმწიფოსთვის და უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოცხადებაა. 

ასევე, შეხვედრისას “ლელოს” ლიდერები ელჩ დოლგოვს გადასცემენ უკრაინის მხარდამჭერ საგანგებო ნოტას, რომლის ადრესატიც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკის და სპიკერი სტეფანჩუკი არიან.

უკრაინის პრეზიდენტის და სპიკერისთვის განკუთვნილ წერილში ნათქვამია, რომ რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, თვით სუვერენულობის იდეასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. 

საპარლამენტო ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” უკრაინისადმი მხარდამჭერი წერილი/ნოტა

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს

თქვენო აღმატებულებავ,

საპარლამენტო ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” სახელით, გვსურს ამ რთულ დროს დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და მკაცრად ვგმობთ მის წინააღმდეგ წარსულში თუ აწმყოში განხორციელებული აგრესიის ყველა აქტს.  ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და თქვენს გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას მყარად დაიმკვიდროთ უკრაინის კუთვნილი ადგილი ერთიან და თავისუფალ ევროპაში.

რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, თვით სუვერენულობის იდეასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მათ შორისაა ყველა ერის სუვერენული უფლება, თავისუფლად აირჩიოს საერთაშორისო ალიანსები. 

მოახლებული საფრთხე არამარტო უკრაინისკენ მოემართება, არამედ რუსეთის ფედერაციის სამეზობლოში მდებარე ყველა თავისუფალ სახელმწიფოსა და სრულიად აღმოსავლეთ ევროპას აყენებს რისკის ქვეშ. ვუყურებთ რა თავისუფლების მოყვარე უკრაინელი და ქართველი ხალხის გეოპოლიტიკურ დასჯას მათ მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატების გამო, ეს რთული დრო ჩვენგან ერთობასა და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს. თუმცა, სირთულეები მხოლოდ აძლიერებს ამ ისტორიულ გზაზე წარმარტების მიღწევის ჟინს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ერები ეწევიან საერთო ბრძოლას ეროვნული სუვერნულობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ არ დაგვავიწყდება უკრაინელი ხალხის მიერ გამოხატული ურყევი მხარდაჭერა 2008 წელს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის დროს, ისევე როგორც 1990-იან წლებში აფხაზეთში მიმდინარე ომისას. ჩვენც მუდამ ვუჭერდით მხარს თქვენს სწრაფვას თავისუფლებისკენ და მომავალშიც ასე განვაგრძობთ. 

ჩვენ, „ლელოს“ ლიდერები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებებით. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ  საქართველოს გაზრდილ ჩართულობას ასოცირებული ტრიოს არსებულ ფორმატში ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა რელევანტურ ფორმატებში და მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ ჩვენმა ორმა სახელმწიფომ გაიღოს საერთო ძალისხმევა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მისწრაფების გასაძლიერებლად.   

ბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო,  გთხოვთ, მიიღეთ ჩვენი გულითადი კეთილი სურვილები  უკრაინისა და მისი ხალხისადმი ამ ძნელბედობის ჟამს”, - აღნიშნულია მხარდამჭერ წერილში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები