ორხევის დასახლებაში უკანონოდ აშენებული საცხოვრელი სახლების დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში, ორხევის დასახლებაში უკანონოდ აშენებული საცხოვრელი სახლების დემონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან თბილისის  მერიის  მუნიციპალური სამსახურის, ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ასევე მობილიზებულია შესაბამი ტექნიკა.

მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა უკვე მოახდინა 4 სახლის დემონტაჟი. როგორც ადგილზე მყოფი სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, სახლებში ჯერჯერობით არავინ ცხოვრობს, თუმცა თავშესაფრის გარეშე არავის დატოვებენ. 

"დღეს ჩვენ რა სახლების  დემონტაჟიც მოვახდინეთ,  აქ არავინ ცხოვრობდა, მაგრამ იმისათვის, რომ ქუჩაში არავინ დარჩეს, ამისთვის მერია, მუნიციპალური სამსახური, გამგეობა მობილიზებულია და თუ ვინმე ქუჩაში დარჩება, მას საცხოვრებელს გამოვუყოფთ", - განაცხადა მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენელმა.

ადგილზე მყოფი მოქალაქეები კი აცხადებენ, რომ სახლებში ცხოვრობდნენ და ახლა ღამის გასათევი აღარ აქვთ.

უახლესი ამბები