ამირან გამყრელიძე - პირბადეს ჯერჯერობით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შეველევით

უკვე გამოჩნდა ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია. ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს „ომიკრონის“ წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის პირბადე და ვაქცინაცია და პირბადის ტარების ვალდებულება კიდევ დიდხანს არ გაუქმდება არც ღია და არც დახურულ სივრცეებში.

"შემთხვევების რაოდენობა კვლავაც ბევრია, ადამიანები ინფიცირდებიან და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, სადაც არის თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასევე ასაკი, 50-დან 60 წლის ზემოთ, სწორედ იქ გვაქვს გართულებები და ფატალური გამოსავლები. დღეს მწოლიარე 6 000 პაციენტიდან 95%-მდე არის აუცრელი. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა, განსაკუთრებით ბუსტერი, იცავს „ომიკრონის“ შემთხვევაში გართულებისგან და ფატალური გამოსავლისგან. დღეს „ომიკრონთან“ საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება – პირბადე და ვაქცინაცია. ამიტომ პირბადეს ჩვენ ჯერჯერობით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შეველევით. ეს ჯერჯერობით ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი უნდა გახდეს. 

"ომიკრონი“ და კოვიდინფექცია არ მორჩება ერთ დღეს. არ იქნება, გავიღვიძებთ ხვალ და არ იქნება პანდემია, ეს ნელ-ნელა უნდა მინელდეს. იცით, არის ძირითადი შეხედულება, რომ კორონავირუსი გადაიქცეს ენდემურ სეზონურ ინფექციად. ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ. უნდა ვიყოთ ფრთხილად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები