დავით ხაჯიშვილი - მოვუწოდებ "ქართული ოცნების“ კანდიდატს, მოხსნას თავისი კანდიდატურა ბათუმში, აპრილის შუალედურ არჩევნებში

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა თავის გამოსვლაში მოუწოდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მოხსნას თავისი კანდიდატურა აპრილის შუალედურ  არჩევნებში ბათუმში. 

"2 აპრილს შუალედური არჩევნები ბათუმში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნებია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ბათუმისთვის, ეს იქნება ღირსების არჩევნები, ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის ადგილს დაიკავებს მისი ღირსეული შვილი მათე ფუტკარაძე. მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მოხსნას თავისი კანდიდატურა, მისი მონაწილეობა არ იქნება გამართლებული არც პოლიტიკურად არც კაცურად და არც ეკადრება ბათუმელს,“- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა. 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ბათუმში, გოგოლის ქუჩაძე მიმდინარე მშენებლობაზე. 

„ბათუმში გოგოლის ქუჩაზე რაც ხდება არის სრული განუკითხაობა, შენდება ყაზარმული ობიექტი, სადაც გავრცელებული ინფორმაციით 15 ათასი ჩინელი იცხოვრებს. ფაქტიურად ქალაქში შენდება უკანონო ქალაქი. მშენებელი თურქი ბიზნესმენია, რომელიც არ აღიარებს და პატივს არ სცემს საქართველოს კანონმდებლობას. გავრცელებული ინფორმაციით იქნება თურქულ-ჩინური წარმომავლობის ეგრეთ წოდებული „ფიშინგ ცენტრი“. ეს საფრთხის შემცველია ქვეყნის უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისთვის და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის. ბატონო შალვა, თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მოგმართავთ მოიძიოთ და გამოიკვლოთ რა ხდება ბათუმში“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

უახლესი ამბები