დავით დარჩიაშვილი - არ გამოვრიცხავ, აქ უკვე ასეულობით იყვნენ რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც იმოქმედებენ, მათ შორის იარაღითაც

საფრთხე არსებობს და სავსებით ლოგიკურია ის შიში, რაც მომდინარეობს აგენტებისა და  ე.წ. მწვანე კაცუნების შემოყვანასთან დაკავშირებით. ასე ხდებოდა უკრაინაში, -  ამის შესახებ Front News -ს ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა,  „რუსეთის კვლევის ცენტრის“  დამფუძნებელმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში რუსეთიდან და ბელარუსიდან მოქალაქეების დიდი ნაკადის შემოსვლის საკითხი საყურადღებოა და მასზე უსაფრთხოების სამსახურმა რეაგირება უნდა მოახდინოს. 

"ეს არის ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებლობა, თვითონ დაადგინოს და საზოგადოებას გააგებინოს მკაფიოდ და ნათლად,  რა რაოდენობის ადამიანების შემოსვლაზეა საუბარი და რა ხდება საერთოდ ამასთან დაკავშირებით.

საფრთხე არსებობს და  სავსებით ლოგიკურია ის შიში, რაც მომდინარეობს აგენტებისა და სინამდვილეში იმ „ბოევიკების“, ე.წ. მწვანე კაცუნების შემოყვანასთან დაკავშირებით. ასე ხდებოდა უკრაინაში. არ გამოვრიცხავ, რომ აქ უკვე ასეულობით იყვნენ რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც  იმოქმედებენ,  მათ შორის იარაღითაც. ამას,  რა თქმა უნდა, ყურადღების მიქცევა უნდა.სხვა ამბავია მათი შემოშვება და დახმარება,  ვინც პუტინის რეპრესიებს გამოექცა და ამის გამო ტოვებს რუსეთს.   ჩვენ ვიცით,  რომ „დოჟდი“ და სხვა მედიასაშუალებები  დაიხურა, ადამიანებს იჭერენ, ნავალნის ხალხს ადრეც იჭერდნენ. სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ზოგიერთი ასეთი ადამიანი უკან გააბრუნა, მაშინ როცა „ფსბ“-ს აგენტებით გაძეძგილია ქვეყანა. იმ ადამიანებს, ვინც ჩენი იდეური მოკავშირეა, ნამდვილად უნდა მოგფრთხილება და დახმარებაც“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.  

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში   ათობით ადამიანი შემოდის, ნახტომისებურად გაიზარდა  უძრავი ქონების შეძენისა და გრძელვადიანი იჯარის მსურველთა რაოდენობა.  საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციამ  სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ხელმძღანელის  პარლამენტში დაბარება და რუსეთთან  სავიზო რეჟიმის  ერთი წლიდან მინიმუმ ერთიდან 3 თვემდე შემცირება მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები