ინფრასტრუქტურის სამინისტრო - საქართველო ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, საქართველო ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს.

უწყების განმარტებით, აღნიშნული გზის მშენებლობის საკითხი ქართული მხარის დღის წესრიგში არასდროს მდგარა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას. 

გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არის მცდარი. 

საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ ქართულ მედია საშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიციაც“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები