"აზერბაიჯანს ჯერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას აიძულებენ, შემდეგ კი - მთიანი ყარაბაღის აღიარებას"

კიევი: 27 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ და მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლება ავრცელებს ცნობებს, რომ კონფლიქტის ესკალაციის მომენტიდან აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების დანაკარგმა 3 ათასს გადააჭარბა. სომხური მხრიდან კი მსხვერპლის რაოდენობა 157-მდე გაიზარდა. 

Front News-თან ინტერვიუში სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ვიცე-თავმჯდომარე, სომხეთის განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი არმენ აშოტიანმა საუბრობს იმის შესახებ, რამ შეიძლება შეუწყოს ხელი მთიანი ყარაბაღის რეგიონში კონფლიქტის დეესკალაციას, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ დაპირისპირებაში თურქეთის როლზე.

გარდა ამისა, არმენ აშოტიანმა განაცხადა, რომ საყოველთაო მობილიზაციასთან დაკავშირებით იგი სომხეთის შეიარაღებულ ძალებში გაიწვიეს და უახლოეს მომავალში სავალდებული სამსახურის ადგილზე გაემგზავრება.

- როგორია მშვიდობიანი მოსახლეობის დამოკიდებულება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებისადმი? ხომ არ იგრძნობა მღელვარება სომეხ ხალხში?

- სომხეთში სიტუაცია მშვიდია. როგორც ამბობენ, სომხებს მეტყველი თვალები აქვთ და ომის ამ დღეებში ჩემი თანამემამულეების თვალებში სიამაყის, თავდადების, პატრიოტიზმისა და გარკვეული შფოთის ერთგვარი უნიკალური ნაზავია.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ სომხეთის შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით კონფლიქტის ესკალაციის მომენტიდან?

- საომარი მოქმედებების დაწყებიდან სომხეთში შიდაპოლიტიკური მდგომარეობა გაიყინა. ყველა მსხვილმა პოლიტიკურმა პარტიამ, ინდივიდუალურად და ბევრმა, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი ყინავენ შიდა პოლიტიკურ ბრძოლას, უთანხმოებას და ერთად მუშაობენ, სომხეთის არმიის, მთიანი ყარაბაღის და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. მოწინააღმდეგის გათვლა, რომ ბოლო დროს სომხეთში ძალიან დაძაბული შიდა პოლიტიკური ვითარებაა და სამხედრო მოქმედებებმა შეიძლება უთანხმოება გამოიწვიოს სომეხ საზოგადოებაში, არ გამართლდა და ვერც გამართლდება. მე არ ვიცი, რა სახის დაზვერვა აქვთ თურქეთსა და აზერბაიჯანს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ მიმართულებით - ჩავარდა.  მიუხედავად ჩვენი შიდა წინააღმდეგობებისა, 27 სექტემბრიდან სომხეთის მთელი პოლიტიკური ელიტა, სომხეთის მთელი პოლიტიკური სფერო ყველა ერთი და იმავე მიმართულებით მუშაობს.

- როგორ ნაბიჯებს დგამს უკვე გადადგეს სომხეთის პოლიტიკურმა ძალებმა კონფლიქტის დასარეგულირებლად?

- მაგალითად, სომხეთის რესპუბლიკური პარტია ძალიან ინტენსიურად მუშაობს ინფორმაციული თვალსაზრისით. ჩვენი დიდი საგარეო კავშირების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ევროპულ პოლიტიკურ სტრუქტურებთან - ჩვენ ვართ ევროპის სახალხო პარტიის წევრები, ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, როგორც დიპლომატიურ სფეროში, რომ ამ ომის შესახებ მსოფლიოს სიმართლეს გავაგებინოთ და არსებობს გარკვეული კონკრეტული შედეგები, მაგალითად ევროპელი პოლიტიკოსები აზერბაიჯანს ომის წამოწყებაში ადანაშაულებენ და კონფლიქტის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ევროპის სახალხო პარტიამ, რომელიც ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკური ძალაა და ჯარების საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება მოითხოვა.

ჩვენი პარტია ინტენსირად მუშაობს ჰუმანიტარული კუთხითაც. ჩვენი პარტიის წევრები მუდმივად ავსებენ როგორც მოხალისეების რიგებს, ასევე რეგულაურ ჯარს, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთში საყოველთაო სამხედრო მობილიზაციაა გამოცხადებული. ამ პროცესებს პარტიის ხელმძღვანელი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობს და მუდმივად ოპერატიულ კავშირზეა საკუთარ ყოფილ თუ მოქმედ სამხედრო თანამოაზრეებთან ყარაბაღის პირველ ომში. 

უთანხმოება არ იქნება, ერდოღანის გათვლა, რომ სომხური საზოგადოება აზერბაიჯანულ-თურქული სამხედრო ფორმირებების და მოქმედებების შედეგად გაიყოფა, ჩაიშალა. სომხეთის არმია, სომხური საზოგადოება და სომხურ პოლიტიკური ელიტა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სომხები კიდევ უფრო მეტად შეიკრნენ იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის რესპუბლიკაში, მთიან ყარაბაღში საფრთხე მართლაც ეგზისტენციალურია.

- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უკვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ თურქეთმა თავისი დაქირავებული სამხედროები სირიიდან აზერბაიჯანში გადაისროლა. რა როლს ასრულებს თურქეთი ამ დაპირისპირებაში?

- თურქეთი გენოციდური სახელმწიფოა, რომელიც ღიად დადგა აზერბაიჯანის მხარე. ეს არ არის მხოლოდ აგრესიული რიტორიკა თურქეთის ხელმძღვანელობის მხრიდან, ეს არ არის მხოლოდ განცხადებები აზერბაიჯანის პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ან საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, ეს არის ასევე კონკრეტული სამხედრო დახმარება. არსებობს თურქეთში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების უამრავი ფაქტი. აზერბაიჯანულ-თურქული ბოლოდროინდელი სამხედრო წვრთნების შემდეგ, თურქეთის არმიის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩა. დადასტურდა F-16 თვითმფრინავის გამოყენება და სამწუხაროდ, სომხეთის ერთ-ერთი გამანადგურებელი, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწორედ თურქულმა F-16 ბომბდამშენმა ჩამოაგდო. აზერბაიჯანულ-თურქული ტანდემის ყველა ეს მოქმედება ადასტურებს, რომ სინამდვილეში აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში, ზოგადად და კერძოდ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მხოლოდ თურქეთის მარიონეტია.

საერთაშორისო პრესა აქვეყნებს კვლევების შედეგებს სირიელი ბოევიკების მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ კონფლიქტში. სირიელი "ბოევიკები" აზერბაიჯანში გადაიყვანეს მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის დახმარებით. ერდოღანის ეს ჯარისკაცები, როგორც სუფთა სამხედრო დაქირავებულები და სინამდვილეში ომის დამნაშავეები, ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ერდოღანი ალიევთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია ამ სისხლიანი ომის გაჩაღებაში.

თუ საერთაშორისო თანამეგობრობას და ევროკავშირს რეალურად სურთ მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში, მაშინ მათ დიდი ხნის წინ უნდა მიეთითებინათ თურქეთისა და მისი სამხრეთ კავკასიური მარიონეტული აზერბაიჯანისთვის, თავისი ადგილი. ეს ადგილი არ არის ცივილიზებული სახელმწიფოების ოჯახში. თურქეთმა ამ კონფლიქტში მონაწილეობაში დაკარგა ნებისმიერი უფლება და საფუძველი მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობისა და უნდა გამოირიცხოს ეუთო-ს მინსკის ჯგუფიდან.

- ეს კონფლიქტია თუ სრულმასშტაბიანი ომი?

- ხშირად ვხედავ საერთაშორისო პრესაში საერთაშორისო დამკვირვებლებისა და პოლიტიკოსების შეფასებას, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი შესაძლოა, ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ექსპერტული შეფასებები რეალობას არ შეესაბამება, ეს უკვე სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც შესაძლოა, რეგიონალურ და გლობალურ კატასტროფაში გადაიზარდოს.

- რამდენად რეალურია, რომ სომხეთმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართოს?

- როგორც ცნობილია, ამ ორგანიზაციის იურისდიქცია მხოლოდ წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვრცელდება, ასეთია სომხეთი, მაგრამ არა არცახის რესპუბლიკა. თუმცა რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხეთის სასაზღვრო სოფლებს, სომხეთის ტერიტორიას, სამხედრო ნაწილებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქ ვარდენისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ღია გამოწვევას ქმნის სომხეთის დედაქალაქ ერევანთან. სომხეთის არმიამ წარმატებით მოიგერია ეს შეტევა. ამ ეტაპზე სომხეთის შეიარაღებული ძალები წარმატებით უმკლავდებიან დავალებას. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი მიმართვის საკითხი სომხეთის ამჟამინდელმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს ყველა არსებული მონაცემების და შესაბამისი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების საფუძველზე.

დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განხილვას რუსულ ანალიტიკურ საექსპერტო წრეებში. საექსპერტო-ანალიტიკური წრეების ზოგიერთი ნაწილი სომხეთისა და აზერბაიჯანის რუსეთთან "თანაბარი სიახლოვის" ტენდენციას ატარებს. მე უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ სომხეთი არის რუსეთის მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი არა მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას აქვთ ცალკეული ორმხრივი სამართლებრივი ბაზა სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობისთვის. იმ ლობისტებს, რომლებიც ცდილობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის გათანაბრებას რუსეთის საზოგადოების თვალში, უნდა შევახსენოთ ეს ფაქტები. დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია შეასრულებს სომხეთის წინაშე თავის მოკავშირე ვალდებულებებს, როგორც სომხეთ-თურქეთის საზღვრიდან ღია თურქული აგრესიის შემთხვევაში, ასევე სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანული დაუფარავი მასშტაბური აგრესიის შემთხვევაში.

- შეძლებენ სამშვიდობო მისიებს მთიან ყარაბაღში პრობლემის მოგვარებას? თუ  გაამწვავებენ დე-ესკალაციის პროცესს?

- რაც შეეხება სამშვიდობოების შესაძლო შემოყვანას ან ჩარევას, ღიად და მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა: მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საზღვრების გასწვრივ მიმდინარე მასშტაბური ომი, რომელმაც უკვე იმოქმედა სომხეთის საზღვრებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობის შედეგია. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს აქვთ ამ კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო მანდატი. მინდა შეგახსენოთ, რომ ცალკე აღებული სამშვიდობო კონტინგენტი არ არის პრობლემის გადაჭრის გზა არ არის, სანამ არ გადაწყდება მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი, მთიანი ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლების საერთაშორისო დადასტურება. ვიდრე ამ უფლებას არ ცნობს აზერბაიჯანი საერთაშორისო საზოგადოების რეალური ზეწოლის შედეგად; აზერბაიჯანმა 2011 წელს კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების ხელმოწერაზე უარი თავად თქვა, რაც მოიცავდა არცახის მოსახლეობის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებას თვითგამორკვევის შესახებ. ამ კონფლიქტის საკითხი არის ხალხის თვითგამორკვევის უფლება, ნებისმიერი სამშვიდობო კონტინგენტის ჩარევა არ გადაწყვეტს კონფლიქტს, მხოლოდ შეიცვლება მისი გეოპოლიტიკური ფორმულა. ნებისმიერ შემთხვევაში, აზერბაიჯანს ჯერ ომის შეწყვეტას აიძულებენ, შემდეგ კი მთიანი ყარაბაღის აღიარებას.