იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გაიმართა

"ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. 

შეხვედრაზე მინისტრის აპარატის საქმიანობისა და მრჩეველთა საბჭოს პროექტის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

სამუშაო ფოკუს ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების, მომზადებული რეკომენდაციებისა და ინიციატივების განხილვაც მოეწყო. 

„მრჩეველთა საბჭოს წევრები ღია კონკურსის წესით შევარჩიეთ. საბჭო იქნება წარმომადგენლობითი, საკონსულტაციო ორგანო და ახალგაზრდული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მინისტრის აპარატს რეკომენდაციებს წარუდგენს. ერთი წლის განმავლობაში 11 ახალგაზრდისგან დაკომპლექტებული გუნდი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას უზრუნველყოფს. გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პროექტის ყველაზე აქტიური ორი წარმომადგენელი საქართველოს ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას“-განაცხადა მინისტრმა.

პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები