პარტიის "საქართველოსთვის“ სოციალურ-ეკონომიკურ ინიციატივებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

პარტიამ „საქართველოსთვის“  ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის საპასუხოდ პარლამენტში  კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარტიის საპარლამენტო გუნდის წევრმა ბექა ლილუაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს წარადგინა.

ინიციატივა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მიღებული საარსებო შემწეობის ინდექსაციის წესით, ოჯახის თითეულ წევრზე ყოველწლიურად გაზრდას ითვალისწინებს, უკვე წელს (2022) ეს ზრდა თვეში 15-20 ლარი იქნება. 

როგორც პარტიაში აცხადებენ, აღნიშნული ინიციატივა პასუხობს  ქვეყანაში უკიდურესად დამძიმებულ სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც განსაკუთრებით ღარიბ და სოციალურად მოწყვლად ოჯახებზე აისახება, რომელთა რაოდენობამაც ქვეყანაში რეკორდულ ნიშნულს - 650 ათას ადამიანს მიაღწია.  

სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე 60-დან 30 ლარამდე მერყეობს და ეს თანხა არ შეცვლილა 2015 წლის შემდეგ; მაშინ, როდესაც 2015 წლიდან დღემდე ფასები გაორმაგდა (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ინფლაციამ 14 %-საც კი მიაღწია - რაც ბოლო 11 წლის ანტირეკორდია) და საარსებო მინიმუმი ქვეყანაში შეადგენს 168 ლარს, ხოლო საარსებო შემწეობა საარსებო მინიმუმზე თითქმის 3-ჯერ ნაკლებია. 

პარტიას "საქართველოსთვის"  მიაჩნია, რომ სოციალური დახმარების ზრდისა და ინდექსაციის კანონის მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ოჯახებისთვის.

პარტია "საქართველოსთვის" ინიციატივას საფინანსო კომიტეტეტის სხდომაზე მხარი „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები