დავით ზალკალიანი - გააქტიურდება ნაბიჯები ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან ინდივიდუალური დიალოგის მიმართულებით, პროცესი უკვე დაწყებულია

გააქტიურდება ნაბიჯები ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან ინდივიდუალური დიალოგის მიმართულებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესის თანამდებობის მქონე პირებთან, პრემიერ-მინისტრებთან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, თავადაც ჰქონდა საუბრები კოლეგებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. 

„ასევე ჩემი მხრიდანაც გაიმართა სატელეფონო საუბრები და შეხვედრებიც, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თბილისში იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები