"ევროპის უნივერსიტეტში" აბიტურიენტებისთვის მედიცინის ვორქშოფები გრძელდება

"ევროპის უნივერსიტეტში" აბიტურიენტებისთვის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მედიკოსისა და სტომატოლოგიის პრაქტიკული ვორქშოფები გრძელდება.

დღეს მორიგი ვორქშოფები, თემებზე: “ინექციები”, “მამოლოგია და პრევენციული ღონისძიებები ავადობის დასაძლევად” და “გულის არაპირდაპირი მასაჟი” გაიმართა, რომლებსაც მედიცინის დოქტორი, „ევროპის უნივერსიტეტის“ სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, „ავერსის“ კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური, „ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ონკოქირურგი, მამოლოგი დიანა ნემსაძე და „ევროპის უნივერსიტეტის“ სიმულაციური ცენტრის მოწვეული ლექტორი ზურაბ ძაგანია ხელმძღვანელობდნენ.

დინა ნემსაძემ პრაქტიკული საჩვენებელი ვორქშოფი ჩაატარა და დაინტერესებულებს ავადობის პრევენციის ღონისძიებების მეთოდოლოგია გააცნო.

პრაქტიკულ სამუშაოებში სკოლის მოსწავლეები სრულიად საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ და ამ დროისთვის თითოეულ ვორქშოფს 30-მდე აბიტურიენტი ესწრება.

აღსანიშნავია, რომ მედიცინის ვორქშოფები „ევროპის უნივერსიტეტში“ რამდენიმე კვირის განმავლობაში (შაბათი-კვირა), სხვადასხვა მიმართულებებით მიმდინარეობს და მასზე დასწრება ნებისმიერ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით შეუძლია.

მსგავსი სიახლეები