სალომე სამადაშვილი - როგორც ჩანს, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ მიიღო კითხვარის გასაჯაროების გადაწყვეტილება

ევროკომისართან ჩვენი მიმართვის შემდეგ, როგორც ჩანს,  უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ მიიღო კითხვარის გასაჯაროების გადაწყვეტილება, - ამის შესახებ  Front News-ს „ლელოს“ დეპუტატმა  სალომე სამადაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით,  ამ დრომდე ხელისუფლება საწინააღმდეგოს ამტკიცებდა და  აცხადებდა, რომ კითხვარის გასაჯაროების უფლება არ ქონდა.   

"ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ სხვა რამეს ამბობდა ხელისუფლება, აცხადებდა, რომ არ აქვს უფლება კითხვარის გასაჯაროების.  ჩვენ როგორც ვიცით, სინამდვილეში, სწორედ მიმღებ მხარეს აქვს კითხვარის გასაჯაროების უფლება,  რადგანაც ხელისუფლება თავს იკავებდა ამისგან,  სწორედ ამის გამო გუშინ მივმართთ ევროკომისარს შესაბამისი პროცედურის განსამარტად. როგორც ჩანს,  უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ამჯობინეს დაესწროთ და  თავად მიეღოთ გადაწყვეტილება“- განაცხადა სამადაშვილმა. 

მისი თქმით, კითხვარის მიღების შემდეგ ოპოზიცია დაიწყებს როგორც შევსების, შესაბამისი  საკითხების შესრულების კონტროლს.   

"კითხვარში, როგორც ვიცი,  500-მდე შეკითხვაა, საიდანაც დიდი ნაწილი ეთმობა მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების,  კანონის უზენაესობის მიმართულებას.  შესაბამისად,  როდესაც მივიღებთ კითხვარს, ჩვენ დავიწყებთ   კონტროლს, როგორც შევსების, ასევე იმას, რეალურად გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც  „მიშელის შეთანხმებით“ არის გათვალისწინებული“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.  

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, კითხვარს გაასაჯაროებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები