ონში, სხვადასხვა ლოკაციაზე გამწვანებისა და დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო

19 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქ.ონის სხვადასხვა ლოკაციაზე გამწვანებისა და დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. 

დასუფთავდა ქ.ონის შემოსასვლელი გზა (ე.წ. გადმოსახედი), მდინარე ჭალურას მიმდებარე ტერიტორია, ბეერშევას სახელობის სკვერი, გამსახურდიას, ბარათაშვილის და სააკაძის ქუჩები.

"ქალაქის მასშტაბით დაირგა ცაცხვის ნერგები. გამწვანება-დასუფთავების აქციაში ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები, ასევე, ონში რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ 22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება, რაც გვახსენებს, რომ დედამიწა და მისი ეკოსისტემა ჩვენი სახლია, ის უზრუნველყოფს კაცობრიობის სიცოცხლეს და რომ ჩვენ მოვალენი ვართ გავუფრთხილდეთ გარემოს და ვიზრუნოთ მასზე“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები