კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

კიევი: უკრაინის დედაქალაქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელიც კრიმინალური დაჯგუფების მართვას და სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან გავლენის სფეროების განაწილებას გეგმავდა, ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე - "ნუკრი გალსკი", რომელიც ბინის ქურდების ჯგუფის ორგანიზებას გეგმავდა.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ "ნუკრი გალსკი" ე.წ. კანონიერი ქურდი 2013 წელს თურქეთში გახდა. 

მსგავსი სიახლეები