IRI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პატრიარქს აქვს

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საჯარო ფიგურების რეიტინგში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს.

კითხვაზე, თითოეულ საჯარო ფიგურაზე დაასახელეთ, დადებითი აზრის ხართ, მეტ-ნაკლებად დადებითის, მეტ-ნაკლებად უარყოფითის თუ ძალიან უარყოფითის, ილია მეორის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს გამოკითხულთა 92 პროცენტი, ხოლო ოთხი პროცენტი უარყოფითს. 53 პროცენტი დადებითად არის განწყობილი კახა კალაძის მიმართ, ხოლო 43 პროცენტს უარყოფითი განწყობა აქვს. 52 პროცენტი სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით მოსაზრებას მოსაზრებას გამოთქვამს, 45 პროცენტი კი უარყოფითს. ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 47 პროცენტი, 48 პროცენტი კი უარყოფითად. ნინო ლომჯარიას მიმართ დადებითი განწყობა აქვს 46 პროცენტს, ხოლო უარყოფითი – 40 პროცენტს. ანა დოლიძის მიმართ 44 პროცენტი დადებითად არის განწყობილი, ხოლო 35 პროცენტი – უარყოფითად. გიორგი გახარიას დადებითი რეიტინგი 40 პროცენტია, უარყოფითი კი 55 პროცენტი. დავით უსუფაშვილის მიმართ დადებითადი მოსაზრებისაა 39 პროცენტი, უარყოფითის კი 48 პროცენტი. ელენე ხოშტარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი 39 პროცენტი, ხოლო უარყოფითად – 52 პროცენტი. 38 პროცენტი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ დადებითი განწყობა აქვს, ხოლო 56 პროცენტი უარყოფითი აზრისაა.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები