ხათუნა ლაგაზიძე - დასავლეთს რატომ არ ეუბნებიან, რისი თანამონაწილეები გახდებიან მიხეილ სააკაშვილის ციხეში ფატალური დასასრულის შემთხვევაში?

დასავლეთს რატომ არ ეუბნებიან, რაზე მოუწევთ მათ ხელის მოწერა და რისი თანამონაწილეები გახდებიან მიხეილ სააკაშვილის ციხეში ფატალური დასასრულის შემთხვევაში? - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია შექმნილი, კრიტიკული მდგომარეობიდან რეალური  გამოსავალი მოიძებნოს, ეს კი პირველ რიგში დასავლეთთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაზე გადის. 

"ძალიან რაციონალური და კონკრეტული გზებია მოსანახი. ეს რესურსები ქვეყანის შიგნით ამოწურული თუ არა ამოწურვადია, მიტინგებმა რომ ვერ მიიღოს ის მასშტაბი, რომლისთვისაც ანგარიშის გაწევა ხელისუფლებას მოუწევს, ამან შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს სიტუაცია, მით უფრო დაიკარგოს დრო, რომელიც ახლა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია.  ამიტომაც  ვფიქრობ, რომ მთავარი აქცენტი დასავლეთზე უნდა გაკეთდეს. 

პირველ რიგში, დასავლეთს გასაგებად და მორიდების გარეშე უნდა აეხსნას, რომ მათ აქვთ მორალური ვალდებულება მიხეილ სააკაშვილის წინაშე, იქედან გამომდინარე, რაც მათ თქვეს და აკეთებენ ამის  შესახებ შეფასებებს.  2008 წელს რომ მათ ფართოთ გაეხილათ თვალები და მოესმინათ სააკაშვილისათვის, დღეს უკრაინა კი არა,  მსოფლიო არ იქნებოდა ამ უზარმაზარი განსაცდელის წინაშე. 

თუ დღესაც არ გაითვალისწინებენ მის განცხადებებს და მოწოდებას დახმარებისადმი, ეს  დასავლეთისათვის  პრობლემა იქნება. დასავლეთს რატომ არ ეუბნებიან, რაზე მოუწევთ მათ ხელის მოწერა და რისი თანამონაწილეები გახდებიან მიხეილ სააკაშვილის ციხეში ფატალური დასასრულის შემთხვევაში?“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები