გედევან ფოფხაძე - რაც გააკეთეს ნიკასთან დაკავშირებით, ძალიან გავს ასლან აბაშიძის მიერ ჩოლოქის ხიდის აფეთქებას

რაც გააკეთეს ნიკასთან დაკავშირებით,  ძალიან გავს ასლან აბაშიძის მიერ ჩოლოქის ხიდის აფეთქებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომელიც „მთავარი არხის“ სოლიდარობის აქციაზე იმყოფება. 

მისი თქმით, ნიკა გვარამია ძალიან მალე იქნება თავისუფალი თავისუფალ საქართველოში.  

"ის, რაც გააკეთეს ნიკასთან დაკავშირებით ძალიან გავს ასლან აბაშიძის მიერ ჩოლოქის ხიდის აფეთქებას. ეს იყო განცხადება, რომ ჩვენ არ გვინდა ევროპა, არ გვინდა დემოკრატია, არ გვინდა ქვეყნის თავისუფალი განვითარება, 

არა მგონია, ქართველი ხალხი ამაზე თანახმა იყოს. თაობები იბრძოდა, რომ ჩვენი ქვეყანა ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, ნიკა გვარამია ძალიან მალე იქნება გარეთ. რაც მთავარია, ის იქნება თავისუფალ საქართველოში თავისუფალი“, -  განაცხადა გედევან ფოფხაძემ.  

"მთავარი არხისა“ და ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქციის მონაწილეები „პირველი რესპუბლიკის მოედანზე“ არიან შეკრებილი, საიდანაც პარლამენტის შენობისაკენ მსვლელობით გაემართებიან. მსვლელობა „მთავარ არხთან“ დასრულდება.

თბილისის პარალელურად სოლიდარობის აქცია იმართება ბათუმშიც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები