გიორგი მჟავანაძე - კობახიძე გვიმტკიცებს, რომ ევროპული ღირებულებების მატარებელია და ევროპარლამენტარების წინააღმდეგ საკუთარი მომხრეების აგრესიას ამობილიზებს

კობახიძე გვიმტკიცებს, რომ თვითონ ევროპული ღირებულებების მატარებელია და ევროპარლამენტარების წინააღმდეგ საკუთარი მომხრეების აგრესიას ამობილიზებს, - ამის შესახებ "სირცხვილიას" დირექტორმა გიორგი მჟავანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ორ ნაწილად გაყო, საქართველოსაც მოუწევს მკაფიო არჩევანის გაკეთება.

"დასავლეთი,  თუ ავტორიტარული რეჟიმები და რუსები?  ეს ძალიან ცხადად წარმოაჩინა რუსეთ- უკრაინის ომმა,  რომ მსოფლიო ორ ნაწილად არის გაყოფილი. სამყარო დგას უკრაინის მხარეს, შესაბამისად, დემოკრატიის და თავისუფლების მხარეს, უმცირესობა კი  ასეთი ძალადობრივი რეჟიმის მხარეს. 

კობახიძე გვიმტკიცებს, რომ თვითონ ევროპული ღირებულებების მატარებელი და ევროპარლამენტარების წინააღმდეგ საკუთარი მომხრეების აგრესიას ამობილიზებს  და თან არ გეუბნება, რომ თვითონ ანტიდასავლელია.  ასეთი ნიღბები ნელ-ნელა დაიწყებს მსხვრევას. ხელისუფლებას არ აქვს  უკან შემობრუნების გზა და კიდევ უფრო აგრესიული გახდება.  მგონია,  რომ „ქართული ოცნების“ ელექტორატს არ სურს დაიჯეროს, რომ ხმა მისცა ანტიდასავლურ ძალას.  მათ ჯერ კიდევ სურთ, სწამდეთ, რომ ისინი ევროპისკენ მიდიან,  მაგრამ ყველაფერი თანდათან უფრო აშკარა გახდება.   ეს წყალგამყოფი აუცილებლად იქნება არჩევანი  ევროპასა და რუსეთს შორის. აქ შეიძლება უკვე საზოგადოების ძალიან ფართო კონსოლიდაცია, თუ რას ვირჩევთ ჩვენ როგორც სამომავლოდ განვითარების გზას“, - განაცხადა მჟავანაძემ.

უახლესი ამბები