უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 28 850 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 21.05-მდე: ტანკები - 1 279 (+15), ჯავშანტექნიკა - 3 116 (+26), საარტილერიო სისტემები - 596 (+0), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 201 (+1), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93 (+0), თვითმფრინავი - 204 (+0), ვერტმფრენები - 169 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 178 (+16), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 462 (+2), სპეციალური ტექნიკა - 43 (+0), საკრუიზო რაკეტები - 104 (+1).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.