პაატა მანჯგალაძე - კითხვაზე, უნდათ თუ არა მათ ევროპა, პასუხი ნათელია, მათ უნდათ ბიძინა ივანიშვილი

კითხვაზე,  უნდათ თუ არა მათ ევროპა,  პასუხი  ნათელია, მათ უნდათ ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მმართველი ძალის შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არაფერში ჭირდება ევროპული ინტეგრაცია. 

"ქართულ ოცნებას“ არაფერში ჭირდება ევროპაში ინტეგრაცია, ხელფასები აქვთ, პრემიები, დანამატები, ტენდერებს იგებენ, სხვადასხვა კორუფციულ პროექტებში არიან. ევროპული ინტეგრაცია, ევროპა ნიშნავს ძალაუფლების დეკონცენტრაციას. ოლიგარქს ვერ ექნება ძალაუფლება, უნდა ჩაატარო სამართლიანი არჩვენები, უნდა გქონდეს სამართლიანი სასამართლო,  ვერ ჩააწყობ ტენდერებს... „ქართული ოცნება“ ფიქრობს ახლა, რად მინდა  ზედმეტი ვალდებულებები კანდიდატი წევრობის სახით, რას მაძლევს კანდიდატობა? დამაკისრებენ ვალდებულებს და ეს ხელისუფლება, რომელიც მაქვს მიტაცებული, ნელ-ნელა უნდა გავაკეთო ამის დეკონცენტრირება.  დაწყებული იყო კამპანია, რომ ოპოზიციას აბრალებდნენ, თითქოს ჩვენ ვუშლიდით ხელს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.  

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არჩევანის გაკეთება ოლიგარქიულ მმართველობასა და ევროპას შორის უწევს. 

"მათი სახელისუფლებო ბუნება გამორიცხავს  მეტ დემოკრატიას და ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე. ეს ხალხი ვის წინაშე გრძნობს პასუხისმგებლობას, ხალხის თუ ბიძინა ივანიშვილის წინაშე? შესაბამისად, კითხვაზე, უნდათ თუ არა მათ ევროპა. პასუხი  ნათელია, მათ უნდათ ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები