პაატა მანჯგალაძე - საჯარო მოხელეები რომ ჩამოდიან ხელფასზე დამოკიდებულები, რას ითხოვენ, "რუსული კანონი" მიიღეთო?

საჯარო მოხელეები რომ ჩამოდიან ხელფასზე დამოკიდებულები, რას ითხოვენ, "რუსული კანონი" მიიღეთო? უბრალოდ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 29 აპრილს "ოცნების" აქციაზე საკუთარი ნებით მოსული არავინ იქნება.

"თავისით მოსულები არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ცხრა დღეა, უკვე ქუჩაში არიან გამოსულები, დანარჩენები ჩამოვლენ მიკროავტობუსები რაიონებიდან.

"ქართულ ოცნებას" ფული აქვს და ილუზიას ქმნიან, რომ დიდი რამე ხდება. საჯარო მოხელეები, რომ ჩამოდიან ხელფასზე დამოკიდებულები, რას ითხოვენ, რომ "რუსული კანონი" მიიღეთო? უბრალოდ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. აბა "რუსული კანონის" მიღება თუ მინდა, პროტესტს ვაპირებ და რად მინდა მიკროავტობუსების დაქირავება? რაიონში მიკროავტობუსი აღარ არსებობს, რომელიც გაქირავებული არ არის უკვე. მაგას დავარქმევ "მიკროავტობუსების აქციას", რადგან აქციაზე უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები