"მთავარი არხის“ ინფორმაციით, ლაშა ჩხიკვაძის სკანდალის შემდეგ "ოცნებამ" 5 მოსამართლე აშშ-ში ტრენინგზე არ გაუშვა

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნის შემდეგ ტრენინგზე არც სხვა მოსამართლეები მიემგზავრებიან, - ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.  

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება არა მოსამართლეებმა, არამედ "ქართულმა ოცნებამ" და სასამართლოში არსებული "კლანმა" მიიღო.  

ხათუნა ხარჩილავა, მაია ქოქიაშვილი, ნინო ნაჭყებია, გიზო უბილავა და რომეო ტყეშელაშვილი 2-თვიან ტრენინგზე შტატებში დღეს უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა გაირკვა, რომ ქართული მხარე საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ფლორიდაში 2-თვიან კურსს გაივლიან ქართველი ადვოკატები. ისინი აშშ-ში უკვე გაემგზავრნენ.

უახლესი ამბები