პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის ე.წ. შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის ე.წ. შეთანხმება დაამტიცა.

დოკუმენტს რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა 2021 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, "ერთი ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არსებულზე უარის თქმის გარეშე“.

სეპარატისტული რესპუბლიკის 18 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ ქმედუნარიან მოქალაქეს შეუძლია რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული პროცედურებით მიმართოს. 14 წლამდე ბავშვები მიიღებენ მშობლების მოქალაქეობის მსგავს მოქალაქეობას. სანამ ბავშვი 18 წლის ასაკს მიაღწევს, მშობლებს შეეძლებათ მოქალაქეობის არჩევა წერილობითი განცხადების საფუძველზე.

ხელშეკრულების თანახმად, „ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები მიიღებენ უფლებას მიიღონ სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და სამედიცინო დახმარება იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ“. ეს წესი სამხედრო სამსახურზეც ვრცელდება.

შეთანხმება ძალაში იქნება ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება იმავე პერიოდის განმავლობაში, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე ექვსი თვით ადრე.

უახლესი ამბები