ქეთი ხუციშვილი - ეს აშკარად პროპაგანდისტული ტრიუკია, რომ შესაძლო წარუმატებლობა ვინმე სხვას დააბრალონ

ეს აშკარად პროპაგანდისტული ტრიუკია, რომ შესაძლო წარუმატებლობა ვინმე სხვას დააბრალონ, -  ასე ეხმიანება  ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი  ქეთი ხუციშვილი "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ორგანიზაციას ბრალი მოღალატეობაში დასდო. 

ხუციშვილის თქმით, სწორედ ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო“ იყო, რომელიც ხელისუფლებას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით სწორი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებდა.  

"ეს  აშკარად პროპაგანდისტული ტრიუკია იმისთვის, რომ შესაძლო წარუმატებლობა დააბრალონ ვინმე სხვას, ამ შემთხვევაში ღია საზოგადოების ფონდს.  სასაცილოა, ღია საზოგადოების ფონდი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც ამ ხელისუფლებას  მოუწოდა, რომ განაცხადი შეევსოთ.  შემდეგ ჩვენ მივესალმეთ განაცხადის შევსებას, შევთავაზეთ კიდეც დახმარება, გავწერეთ 10 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგათ ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მოვუწოდებდით მათ, რომ ევროპარლამენტარებისთვის უკმეხი პასუხები კი არ გაეცათ, კარგად დაკვირვებოდნენ მრავალპარტიული ჯგუფების წერილებს.  დღეს ჩვენთვის საპირისპიროს დაბრალება, მართლაც უხერხულია და მიუღებელი“, - განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა. 

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ ორგანიზაცია ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა და მისი წევრები სერგო ორჯონიკიძესაც კი შეადარა. კობახიძის განცხადებით,  „სოროსის ფონდის თბილისის ოფისი, არსებული ხელმძღვანელობის პირობებში, პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის ერთ-ერთ დანამატად და ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან, ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები