უკრაინის შსს - თანამედროვე რუსული ტანკების დაახლოებით 30% განადგურებულია

უკრაინელმა დამცველებმა სამ თვეში თანამედროვე რუსული ტანკების დაახლოებით მესამედი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა განაცხადა.

"უკრაინასთან ომის დაწყებამდე, რუსეთს დაახლოებით 3000 თანამედროვე ტანკი ჰქონდა თავის არსენალში. ომის სამი თვის განმავლობაში, მათი 30%-ზე მეტი უკვე გაანადგურეს ჩვენმა დამცველებმა. ექვს თვეში ეს მაჩვენებელი მხოლოდ გაიზრდება“, - აცხადებს ვიქტორ ანდრუსივი.

მისი თქმით, T-62 ტანკების გამოყენება აგონიას ჰგავს - „არ არის ცნობილი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ კარგია, რომ ამას ვხედავთ“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები