ხვალ ერასმუს + ჟან მონეს პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება

ხვალ, 31 მაისს, 10:00-დან 15:00 საათამდე, „რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში ერასმუს + ჟან მონეს პროექტის - „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS), შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება.

EU GS პროექტს „ევროპის უნივერსიტეტი“ ახორციელებს და იგი მიზნად ისახავს ზოგადი განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობას.  

მასპინძლებთან ერთად, კონფერენციას გახსნიან მთავრობის და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იქნებიან ევროპული ქვეყნების საელჩოების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის წარმომადგენლები. 

I პანელის თემაა გამოწვევები და რეკომენდაციები (სპიკერები: პროექტის მკლევარები და საერთაშორისო ექსპერტი), II პანელი - მეთოდიკა და ტრენინგი (სპიკერები: პროექტის მეთოდისტები და ტრენერები) და III პანელი - შედეგების გავრცელება (სპიკერები: პროექტის ბენეფიციარები და პარნტიორი უწყებების წარმომადგენლები)

მსგავსი სიახლეები