შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰან ხაჩატურიანს შეხვდა.

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სიმბოლურია სომხეთის პრეზიდენტის მიერ თავისი პირველი ვიზიტის საქართველოში განხორციელება, რაც კიდევ ერთხელ  ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას. 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სექტორში. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდა.  

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები