საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი 4:0 დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით გახსნა. ქართველმა ფეხბურთელებმა გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 დაამარცხეს.

პირველი გოლი მე-12 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, 33-ე წუთზე თავი გურამ კაშიამ გამოიჩინა. 87-ე წუთზე მესამე გოლი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა, ხოლო ბოლო გოლი, 88-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა.

საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 4-ჯერ შეხვდა – ევრო 2016-ის და ევრო 2020-ის შესარჩევი ჯგუფებში და ოთხივეჯერ დაამარცხა – 3:0, 4:0, 3:0 და 3:2.