ეკა ბესელია - ეს არის პარადოქსი ზუსტად, რომ რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთ ფრთხილად და ევროპასთან უნდა ვილაპარაკოთ ასეთი თავხედური ტონით

ხუნდაძის განცხადება არის რუსული სტილის, აბსოლუტურად კალკირებული განცხადება, - ამის შესახებ ამის შესახებ Front News- ს პარტია "სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა. 

მისი თქმით, ასეთი განცხადებების ავტორებს, რომლებიც ევროპას შენიშვნების გამო „ღირსების შელახვაში“ ადანაშაულებენ, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, ან შეგნებულად მტრობენ ქვეყანას.  

"ხუნდაძის განცხადება არის რუსული სტილის, აბსოლუტურად კალკირებული განცხადება. ზუსტად ასე საუბრობენ ოკუპანტ ქვეყანაში. ეს  მაგონებს იმ განცხადებებს, რასაც რუსეთში ევროპული ორგანიზაციების წინააღმდეგ აკეთებენ.

ეს არის ანტიევროპული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. არავინ ჩვენი მბრძანებელი არ ხდება, ჩვენ გვეუბნებიან, თუ თქვენ გსურთ,  გახდეთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ქვეყანაში უნდა გქონდეთ არა კლანური მმართველობა, არამედ უნდა გქონდეთ თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია. თუ ეს შენიშვნები ასეა ახსნილი, რომ ეს არის ღირსების შელახვა, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ გესმის,  რა არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, პარადოქსია,  რომ ამ ადამიანებს რუსული ოკუპაცია ღირსებას არ ულახავთ, ევროპასთან მიმართებით კი თავს უფლებას აძლევენ თავხედური ტონით ილაპარაკონ. 

"ეს არის პარადოქსი ზუსტად, რომ რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთ ფრთხილად და ევროპასთან უნდა ვილაპარაკოთ ასეთი თავხედური ტონით“, - განაცხადა ბესელიამ.  

"ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის  მისაღებად „ღირსებას ვერ დავთმობთ“, და  თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები