თეა წულუკიანი - შეიძლება, დადგეს ჩვენს ქვეყანაში იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა

ყველაფრის თქმაში ვგულისხმობთ, რომ სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა, აღარ არის ძალიან ადვილი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ ითქვა, შეიძლება, დადგეს ჩვენს ქვეყანაში იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა, მაგრამ ამის დრო ჯერ არ დამდგარა. ყველაფრის თქმაში ვგულისხმობთ იმას, რომ სიმშვიდის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა, აღარ არის ძალიან ადვილი. ადვილი არც არასდროს იყო, მაგრამ ახლა არის ძალიან გართულებული. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ევროკავშირის პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლებიც იქნება შესაბამისი.  

დიდი იმედი მაქვს, ქართველი ერის ისტორიული არჩევანის და შემდეგ ამ გადაწყვეტილებისდა მიხედვით როგორი იქნება ის, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი პოზიცია. რასაკვირველია, ჩვენ არ ვართ ილუზიებში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ პოტენციური სტატუსი გულისხმობს განუხრელ რეფორმებს. ჩვენ ბოლო წლებია, რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა გაგვიტარებია და მე ეს ძალიან კარგად ვიცი, ჩემი იუსტიციის მინისტრობიდან, თუ არ ჩავთვლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ჩვენ იმხელა მასშტაბური და ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ ყველა მიმართულებით, რომ პრაქტიკულად არცერთი საბჭოთა კანონი ამ ერთი კოდექსის გარდა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ქულებისა და პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ვხედავთ, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რომლებზეც ახლა არის ბრიუსელში საუბარი, ჩვენი ქვეყანა ანუ ხალხი, თქვენ ხართ სხვა ხალხებზე წინ და ეს თუ არ გიხარიათ ზოგიერთ ჟურნალისტს, ეს თქვენი პრობლემაა“, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები