ხატია დეკანოიძე - ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი იდეოლოგიურად არ ეთანხმება 20 ივნისის მნიშვნელობას, როგორც გავრილოვის საქართველოდან გაძევების თარიღს

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი  იდეოლოგიურად არ ეთანხმება 20 ივნისის მნიშვნელობას,  როგორც გავრილოვის საქართველოდან გაძევების თარიღს, - ამის შესახებ საპარლამენტიო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ 16 ივნისის აქციის  დაანონსება ერთიანობის იდეას არ ემსახურება. 

"არ მგონია, რომ პრეზიდენტის პირდაპირი უფლება- მოვალეობაა, რომ ერთი აქცია დააანონსოს, მეორეზე თქვას, რომ უნდა გაუქმდეს. ვფიქრობ, რომ ის იდეოლოგიურად არ ეთანხმება 20 ივნისის აქციის თემას.  20 ივნისი არის გავრილოვის საქართველოდან გაძევების თარიღი. ეს  მხოლოდ საქართველოში არ იციან, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ მათთვისაც რეზონანსული გახდა  ეს თარიღი. რაც შეეხება  16 ივნისის აქციას,  ვთვლი,  რომ ის არ ემსახურება ერთიანობას, არამედ ემსახურება დაყოფას. ამ აქციაზე ყურადღების გადატანამ ჩვენშიც დაპირისპირება გამოიწვია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  

მისი თქმით, ივანიშვილი ახლა დასუსტებულია და ქართული პოლიტიკის ინტრიგებისათვის ნაკლებად სცალია.   

"ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების სხვადასხვა ფარდის მიღმა წარმოჩენა გადაჭარბებულია. ვფიქრობ,  ბიძინა ივანიშვილი ძალიან დასუსტებულია, სანქციების რისხვამ ის დაასუსტა, ძალიან დამძიმდა მისი საერთაშორისო რეპუტაცია. მან იცის,  რომ ქვეყანაში დაწოლა და ზეწოლა ძალიან დიდია “, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები