ყაზახეთის პრეზიდენტი - არ ვცნობთ ტაივანს, კოსოვოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, იგივე პრინციპით მივუდგებით ლუგანსკს და დონეცკს

არ ვცნობთ ტაივანს, კოსოვოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, იგივე პრინციპით მივუდგებით ლუგანსკს და დონეცკს, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.

"გამოთვლილია, რომ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაერო-ს წევრები არიან, დედამიწაზე 500-ზე ან 600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება. რა თქმა უნდა, იქნება ქაოსი. ამ მიზეზით, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს. 

როგორც ჩანს, იგივე პრინციპით მივუდგებით კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებს, როგორებიც ჩვენი აზრით, არიან ლუგანსკი და დონეცკი“, - განაცხადა თოყაევმა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმზე.

ფორუმს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები