სანზონაში, ერთ-ერთ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მარტოხელა ქალი ბინაში ადამიანის დანაწევრებულ ცხედარს ინახავდა

სანზონაში, ერთ-ერთ კორპუსში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივების თქმით, მარტოხელა ქალის ბინაში, მაცივარში სავარაუდოდ, დანაწევრებული ცხედარი იპოვეს.

როგორც Front News-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მეზობლები ბოლო პერიოდში გაუსაძლისმა სუნმა შეაწუხა, რომელიც მეოთხე სართულის ერთ-ერთი ბინიდან მოდიოდა.

ადგილობრივების თქმით, ბინაში მატროხელა ქალი ცხოვრობს, რომელიც თავდაპირველად კარს არ აღებდა, შემდეგ კი, როდესაც იძულებით გააღებინეს,  მაცივარში ხორცით სავსე პაკეტები ნახეს, რომელსაც სიძველისგან უკვე ლპობა ჰქონდა დაწყებული, ასევე ოთახებში სისხლისფერი სითხით სავსე კონტეინერები ნახეს.

როგორც Front News-ის კორესპოდენტს ადგილზე განუცხადეს, ოთახებში ნაპოვნია ასევე კონტეინერები ფეკალიებით, რაზეც ქალი ამბობს, რომ ტუალეტი ჰქონდა გაფუჭებული.

რაც შეეხება ხორცს, ქალმა პოლიციასთან და მეზობლებთან თქვა, რომ სხვადასხვა სახის ხორცს სოფლიდან უგზავნიდნენ, მაცივარი გაუფუჭდა და ხორცი დაახლოებით ერთი წელია, ასეთ მდგომარეობაშია, რის გამოც დალპა. 

სანზონის მცხოვრებლების თქმით, ქალი, რომლის ბინაშიც საეჭვო ხორცი იპოვეს, სავარაუდოდ, ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის, მას ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, რომელიც დიდი ხანია, მასთან მისული აღარ უნახავთ.

თეონა გედენიძე

Front News - საქართველო