მაკრონი - დავუბრუნდებით საქართველოს საკითხს, როგორც კი ისინი მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ

საქართველოს მოსახლოება ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით და ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმების, რომელიც უნდა გატარდეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

"ეს არის ისტორიული დღე. ის, რომ აღიარებული იქნა საქართველოს წევრობის პერსპექტივა. ნათლად იყო გაცხადებული, თუ რა პირობები არსებობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. საქართველოს მოსახლოება ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით და ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმების, რომელიც უნდა გატარდეს", - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას სთავაზობს. 

"მე მინდოდა ხაზი გამესვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო კონტექსტი, რომლის გათვალისწინებითაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის წინააღმდეგ. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მივცეთ უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმისათვის, რომ დაიწყოს მისი გაერთიანება ევროკავშირში. ევროკომისიამ ასევე მოგვაწოდა ის გზები, როგორ უნდა ვიმუშაოთ უკრაინასთან და არც მთავარია იყო კონსენსუსი ამ საკითხის გადაწყვეტისას. ჩვენ გავუგზავნეთ პრეზიდენტ ზელენსკის ძალიან ძლიერი გზავნილი.

საქართველოს საკითხს დავუბრუნდებით, როგორც კი ისინი ევროკომისიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

მოლდოვამ ასევე უნდა გააგრძელოს მუშაობა იმ პირობების დასაკმაყოფილებლად, რომელიც იყო წაყენებული.

როდესაც ვლაპარაკობთ უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი არიან ჩვენი მეზობლები და მნიშვნელოვანია, რომ იქ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია", - განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები