ირაკლი ზარქუა - ასე ხდება, როდესაც ერთ ქალაქში ცხოვრობს ორი ირაკლი, ორივე ეკონომისტი და თან ორივე ზარქუა!

მეგობრებო, საკმაოდ კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდი. გუშინდელი სიუჟეტის მერე ბევრმა ადამიანმა მკითხა, მე ხომ არ ვარ ის ირაკლი ზარქუა, რომელიც ქართუ ბანკის უკანონო გაკოტრების სქემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, - წერს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

"ღიმილის მომგვრელია, რომ ამ საკითხზე სერიოზული განმარტებების გაკეთება შეიძლება დამჭირდეს!  თუმცა მგონია, რომ მაინც უნდა განვმარტო  რომ ის ადამიანი, რომელიც  ამგვარ ქმედებაში ყავდა ადეიშვილის და სააკაშვილის რეჟიმს ჩართული, მხოლოდ  ჩემი მოსახელე და მოგვარეა და მასთან სხვა არანაირი კავშირი არ გამაჩნია!

მოკლედ, ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმიდან ერთ-ერთი გენიალური ფრაზის არ იყოს - აი, ასე ხდება, როდესაც ერთ ქალაქში ცხოვრობს ორი ირაკლი, ორივე ეკონომისტი  და თან  ორივე ზარქუა!", - წერს ზარქუა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები