გურამ იმნაძე - ეროვნული თანხმობის მთავრობაში არაფერი არაკონსტიტუციური არ არის

ეროვნული თანხმობის მთავრობაში არაფერი არაკონსტიტუციური არ არის, - ამის შესახებ საერთო სახალხო მოძრაობის "შინ ევროპისაკენ“  წევრმა გურამ იმნაძემ განაცხადა.   

მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობა საბოლოო ჯამში  სამთავრობო გუნდმა უნდა დააკომპლექტოს და მას მხარი  პარლამენტმა დაუჭიროს. 

მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობა მართალია ნეიტრალური ფიგურებისაგან უნდა შეიქმნას, მაგრამ ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამასთან,  საფრთხე, რომ ახალი კაბინეტიც  გავლენების ქვეშ მოექცეს, არსებობს. 

"მნიშვნელოვანია, რომ გავლენების ქვეშ მყოფი ერთი  სუბიექტი არ შეცვალოს იგივე მდგომარეობაში მყოფმა კაბინეტმა. იგივე საშიშროება  არსებობს,  რომ ეს ადამიანები კვლავაც ვერ გაატარებენ იმ დაკვეთას,  რაც არის საზოგადოებისგან, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ეროვნული თანხმობის მთავრობაზე,  აქ რაიმე ფორმალური გზების დარღევაზე ან კონსტიტუციური მექანიზმების უგულებელყოფაზე საუბარი ნამდვილად არ არის.  საბოლოო ჯამში,  ეს სამთავრობო გუნდმა უნდა დააკომპლექტოს და მხარი დაუჭიროს პარლამენტმა და აქ საპარლამენტო უმრავლესობის ნება იქნება გადამწყვეტი. 

თანხმობა რაც ფართო იქნება მით უკეთესი, მაგრამ მინიმუმ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის უნდა იყოს თანხმობა. მნიშვნელოვანია ის, რომ წამყვანი ხაზი უნდა იყოს ამ ადამიანების პროფესიული მიღწევები, კარიერა და არა პოლიტიკური წარსული. პოლიტიკური სიმპატიები თუ აფელაცია უბრალოდ კლავს საგნობრივი დისკუსიის საშუალებას და პარტიებს შანსს უსპობს იყვნენ რაციონალურები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა  გურამ იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები