შალვა პაპუაშვილი - გეგმაა ქვეყნის არევა, რაზეც რამდენი ხანია, ვსაუბრობთ, გუშინ იყო ამ ყველაფრის დადასტურება

როდესაც თვითგამოცხადებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აანონსებენ საკუთარ რევოლუციურ გეგმებს, ეს თავისთავად კითხვის ნიშნებს სვამს, რა დგას ამ ყველაფრის უკან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა  "შინ ევროპისკენ" ერთ-ერთი ლიდერის შოთა დიღმელაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გეგმები ხელისუფლების ხელში ჩაგდების, დემოკრატიის გვერდის ავლით. პრობლემა იმაში კი არ არის, ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკაში არის თუ არა ჩართული, პრობლემა იმაშია, რომ მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია ხალხის მხრიდან და ცდილობენ, ლეგიტიმაციის, სახალხო მანდატის გარეშე ჩაერთონ ხელისუფლებაში და მიიტაცონ ხელისუფლება, შეფუთონ ეს, როგორც ტექნიკური მთავრობა თუ ეროვნული თანხმობის მთავრობა. თვითონ ეს ოქსიმორინი იყო – თანხმობის მთავრობა იძულებით. სადაც იძულებაა, იქ რა თანხმობაზე შეიძლება, იყოს საუბარი.

რაც შეეხება პარალელის გავლებას სხვადასხვა ასეთი ტიპის რევოლუციებთან და რევოლუციურ მოძრაობებთან, მას გუშინ წამოცდა, როგორც კადრებში ვნახე, საქართველოზეც უნდოდა თქმა და ბოლოს საუბარში, როგორც ჩანს, გადაიფიქრა და გადააკეთა საკუთარი სიტყვა. ეს აჩვენებს, რაც არის გეგმა. გეგმაა ქვეყნის არევა, რაზეც რამდენი ხანია, ვსაუბრობთ. გუშინ იყო ამ ყველაფრის ლუსტრაცია, დადასტურება. 

პირველი ტალღა 2020 წლის შემდეგ იყო, როდესაც პარტიები ცდილობდნენ რევოლუციას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც დასრულდა ამ პარტიების სრული დისკრედიტაციით და რევოლუციის ჩაშლით, შემდეგ ვნახეთ ტელევიზიები, რომლებიც აწყობდნენ რევოლუციას, რაც დასრულდა ამ მცდელობის სრული ჩაშლით  და ამ ტელევიზიების დისკრედიტაციით. ახლა ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები