ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაშია აღნიშნული.

დოკუმენტში ასევე გამოთქმულია „ღრმა მწუხარება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გამო და ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიცა 2021 წლის იანვარში“.

დეკლარაცია გმობს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ვითარების დეგრადაციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში – იქ მცხოვრები ხალხის ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების დარღვევის შედეგად, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას სხვადასხვა ფორმით, ასევე ორივე რეგიონში არსებული 23 ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართული მახასიათებლის განადგურებას და შეცვლას, რაც რეზოლუციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული „რუსიფიკაციის“ მიმდინარე ოკუპაციისა და პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.

რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ წარსულში განხორციელებული აგრესიული ძალადობრივი ქმედებებზე სხვა მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვის მიმართ.

საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ბირმინგემში 2-6 ივლისს გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები