იაგო ხვიჩია - მას არ გააჩნია კითხვები და ეჭვები, რომ ჩვენ "ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ და მათი მოგზავნილები ვართ აქ

"გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ "ვივამედი" საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ იდეალური არ არის, ეს ყველასთვის გასაგებია.

"მაინტერესებდა, პრეზიდენტის აზრი, როგორ უყურებდა ზოგადად  ჩვენ იმ ინიციატივას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს ცოტა ხნის წინ შევთავაზეთ და რომელზეც მისმა თანაგუნდელებმა „ქართულ ოცნებასთან“ შეკრულობა დაგვაბრალეს. პრეზიდენტს ესმის, რომ ეს რასაც ჩვენ ვამბობთ ერთადერთი გზა არის დეპოლარიზაციის მისაღწევად საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ, რაც მე ვუთხარი, რომ მე ვერ წარმომიდგენია თქვენ ციხეში იჯდეთ და შესრულდეს ის მოთხოვნა, რაც ევროპელებს აქვთ, ის ამასთან დაკავშირებით მეთანხმებოდა და ზოგადად, მისი თანაგუნდელებისთვის რომ იყოს ეს გზავნილი, მას არ გააჩნია კითხვები და ეჭვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ და მათი მოგზავნილები ვართ აქ. 

მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება ისეთი, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია დასაბრუნებელი. მე ექიმი არ ვარ, მე ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რომ ამ ადგილას, ამ დაწესებულებაში თან ჩაკეტილ მდგომარეობაში თავს იდეალურად არ იგრძნობს და მისი ჯანმრთელობა იდეალური არ არის, მე მგონი ყველასთვის გასაგებია",  - განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები